მისია

კოლეჯი „არსი“  საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ კოლეგიალურ ერთობას წარმოადგენს; მისი საქმიანობის მისია მიზნად ისახავს, კვალიფიცირდეს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მქონე წამყვან პროფესიულ სასწავლებლად - ქვემო ქართლის რეგიონში და ახალი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს ახალგაზრდებს ახლებური შესაძლებლობა დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მობილურ დროში მაღალი ხარისხის განათლების მიღებით.

კოლეჯი „არსი“ საკუთარი საქმიანობის მთავარ მისიად მიიჩნევს თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას საფინანსო– ბიზნესისი ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის მიმართულებით; ასევე მუშაობის წარმართვას მაღვალკვალიფიციური სატრენინგო– სასერთიფიკატო სასწავლო კურსების კუთხით;

დასახული მიზნის მაღალი სტანდარტით შესასრულებლად კოლეჯი „არსი“ ორიენტირებულია უზრუნველყოს:

გამართული სასწავლო პროცესი და სწავლებაში ინოვაციათა მაქსიმალური დანერგვა;

შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება;

სპეციალობის დაუფლების ხელმისაწვდომობა და სწავლების აკადემიური თავისუფლება;

სტუდენტებში პროფესიული და ზოგადი კომპეტენციების გამომუშავება (ცოდნის, პროფესიულ ღირებულებათა სისტემის გაცნობიერებისა და რეალიზების, უცხოურ ენებზე კომუნიკაციის უნარი);

პროფესიული საქმინობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; სტუდენტთა სტაჟირებისა და პროფესიული ზრდისთვის მჭიდრო კონტაქტის დამყარება შესაბამის ორგანიზაციებთან;

განათლების ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;

მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული მუდმივად განვითარებადი და განახლებადი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა;

ზრუნვა პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის რელიგიური თუ ეთიკური კუთვნილების ან და შეხედულებების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით.

პედაგოგიური პერსონალისა და სტუდენტთა მობილობის, ინტერ – და გარე კომუნიკაციის ხელშეწყობა;

დაწესებულების მატერიალურ– ტექნკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად;

სასწავლო ორგანიზაცია – კოლეჯი ‘არსის“ ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი მთლიანად არის ორიენტირებული დასახული მიზნების სრულყოფილი და წარმატებული რეალიზებისათვის.

 

იხილეთ 1 წლიანი გეგმა >>>

იხილეთ 6 წლიანი გეგმა >>>