ახალი ამბები

   
კოლეჯი „არსის“ დირექტორმა 21 მარტს გამართულ სკკა- მე-2 ფორუმში მიიღო

მონაწილეობა

  21.03.2014
 

21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, გერმანიის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრენ. ფორუმისათვის სპეციალურად იყვნენ ჩამოსული გერმანიის ფადერციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს სამხრეთ კავკასიის პარტნიორობის პროექტის ხელმძღვანელები.
ფორუმის მუშაობაში 100-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.