ახალი ამბები

   

      „არსის“ დირექტორი აუდიტორული კომპანიის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

   
  27 თებერვალ საქართველოს ბიზნეს აკადემიის ინიცატივით და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე განმარტებებს იძლეოდა ცნობილი აუდიტორული კომპანიის "FMG"-ის წარმომადგენლები. 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა აღნიშნული კომპანიის მიერ ბიზნესის აკადემიაში გახსნილი კომპიუტერული ლაბორატორიის პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კერძო ასევე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორები და ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები.. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ქალბატონმა მარინა ჟვანიამ.