ახალი ამბები

   
კოლეჯი „არსის“ დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგში
  17-18.04.2013
 

17-18 აპრილს საქართველოს ფინანსთა აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი საჯარო ფინანსების მართვის შესახებ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელშიც კოლეჯი „არსის“ დირექტორმა- ნათია ნოზაძემ მიიღო მონაწილეობა; აღნიშნული პროგრამა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის პროგრამის - „ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში“ - ფარგლებში წარიმართა. მსმენელებს აკადემიამ სერთიფიკატები გადასცა.