მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

კოლეჯი „არსი“-ს დირექტორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითრების თემატური ჯგუფის შეხედრაში მიიღო მონაწილეობა

       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, რომელთა შორის საერთაშორისო ექსპერტებიც არიან, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის შინაარსზე იმსჯელეს.

აღნიშნული პროგრამა ეფუძნება პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების კონცეფციას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის დეკემბერში იქნა მოწონებული.

მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფი ერთ-ერთია იმ ცხრა თემატურ ჯგუფს შორის, რომელიც შეიქმნა და მხარდაჭერილია ევროკავშირის პროფესიული განვითარების პროექტის მიერ. თემატური ჯგუფის მიზანია განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა.

თემატური ჯგუფის წევრები არიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული კოლეჯების, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.