მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

19 ოქტომბერს „არსში“ მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ბენეფეციართა სერთიფიცირების ცერემონია გაიმართა

2018 წლის 19 ოქტომბერს რუსთავის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,არსის“ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროფესიული მომზადება – გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, სერთიფიკატები გადაეცათ. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება -გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა რუსთავში საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებრივი კოლეჯი ,,არსის“ მიერ განხორციელდა. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები მოკლევადიანი კურსებით პრაქტიკოსი ექთნის, ფარმაცევტის, ბუღალტერიის, საბანკო საქმის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდნენ.

სახელმწიფო პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.