მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

მიღების გამოცხადება საფინანსო სერვისების პროგრამაზე

                                                    საზოგადოებრივი კოლეჯი   „არსი“  აცხადებს  მიღებას 

2020–2021  სასწავლო  წლისათვის  პროფესიულ პროგრამაზე:

1.საფინანსო სერვისები  

პროგრამის  დასახელება- საფინანსო სერვისები

პროგრამის  მოცულობა  და ხანგრძლივობა-51 კრედიტი /არაქართულენოვანთათვის 66 კრედიტი/

მოთხოვნები  პროგრამაზე ჩასარიცხად- საბაზო განათლების საფეხური/ დამატებითი წინაპირობა  : არანაკლებ 17 წელი

დოკუმენტების  მიღების  ვადა- 12.11.2020

სწავლის დაწყების თარიღი- 23.11.2020

წლის მისაღები კვოტა- 16 სტუდენტი

წარმოსადგენი დოკუმენტები- 1.პირადი (არასარულწლოვანი  პირის  შემთხვევაში) წარმომადგენლის  განცხადება.2. პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი3. ზოგადი  განათლების  საბაზო  საფეხურის დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი  ან  განათლების  დამადასტურებელი  იმ  დოკუმენტის  ასლი,  რომლის  მიღება  შეუძლებელი  იქნებოდა  ზოგადი  განათლების  საბაზო  საფეხურის  დაძლევის  გარეშე.4. 2 ფერადი  ფოტოსურათი -3×4

კურსდამთავრებულის კარიერული შესაძლებლობები- საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლებელია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის -ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში მოლარისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.

რა  დოკუმენტი  გაიცემა- დიპლომი

მისანიჭებელი  კვალიფიკაცია- საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Basic Vocational Qualification in Finance Services

სხვა  პირობები/კონტაქტი- გადასახადის  ოდენობისა, გადახდის  პირობებისა  და  სხვა  დამატებითი  ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით:  რუსთავი, შარტავას  გამზ.N4  /ტელ: (0341) 228399 / 571 77 82 26 – კოლეჯი „არსი“   ელ.ფოსტა: collegearsi@yahoo.com