მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ტესტირებაზე გამსვლელთათვის საყურადღებოდ!

უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩანიშნულ ტესტირებაზე გამსვლელმა აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

✅ტესტირება ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებზე ჩატარდება 6 სექტემბერს. ზუსტი ინფორმაცია დროისა და ადგილის შესახებ ბარათებზე უახლოეს დღეებში აისახება

✅გამოსაცდელი ვალდებულია თან იქონიოს:

🔸ამობეჭდილი საგამოცდო ბარათი / მობილურ ტელეფონში ამ ბარათის „სქრინი“

🔸პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

🔸კალამი.

✅პროფესიული ტესტირებისთვის განსაზღვრული ვადა და ქულებია:

🔸ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი)

🔸ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი)

✅გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15% – ზე მეტს დააგროვებს.

✅გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!

✅დაგვიანებული სტუდენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან

▶️დეტალურად აუცილებლად გაეცანით: https://naec.ge/…