მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

არსის საგანმანათლებლო პროგრამებზე სარეიტინგო სიებში მოხვედრილი პირების საყურადღებოდ!

იმისათვის რომ ჩაირიცხოთ არსის პროგრამაზე, 8 ოქტომბრის 17-00 საათის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ კოლეჯში შემდეგიდოკუმენტაცია:

👉პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

👉საბაზო განათლების/ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი,

👉უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი;

👉2 ფოტოსურათი 3×4;

👉არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი) ;

👉წერილობითი და ხელმოწერილი განცხადება (კოლეჯის ფორმა) პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

⛔️8 ოქტომბრამდე აპლიკანტის მიერ დოკუმენტების სრულყოფილად წარმოუდგენლობა გახდება ჩარიცხვაზე უარის საფუძველი!