მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

პროფესიული შეხვედრის დღე პარტნიორ ორგანიზაციაში

  1. 17 თებერვალს მრავალპროფილურ კლინიკა რუსთავში კოლეჯი “არსი”-ს საექთნო საქმის პირველი კურსის სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა შედგა. „კლინიკა რუსთავი“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული. კლინიკა საექთნო საქმის კლინიკური სწავლების მიმღები ორგანიზაციაა – მის ბაზაზე პროფესიონალებად ყალიბდებიან მომავალი ექთნები, ითვისებენ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და პრაქტიკულ უნარებს. ახალბედა სტუდენტები გაეცნენ კლინიკის პროფილურ მიმართულებებს და მედ-პერსონალისგან მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები პროფესიის დაუფლების საკითხებში