10 პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეფასების ინსტრუმენტების პრეზენტირება

23.12.2020-ში  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა 10 პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეფასების ინსტრუმენტების ონლიან-პრეზენტირება; ამ პროცესში კოლეჯის „არსის“  პროფესიულმა მასწავლებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს; შემაჯამებელ პრეზენტაციას კოლეჯი „არსიც“ დაესწრო.

სტუდენტური ცხოვრების გამოწვევები პანდემიის პირობებში და სტუდენტთა უფლებები და მოვალეობები

კოლეჯი „არსის“ დირექციის ინიციატივით და ხელშეწყობით ჩატრადა კოლეჯი „არსის“ პროფესიულ სტუდენთა და დირექციას შორის საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა სტუდენტური ცხოვრების გამოწვევების შესახებ პანდემიის პირობებში და ასევე  სტუდენტთა უფლებებისა და მოვალეობების საკითხების შესახებ ინფორმირება და მსჯელობა; სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთახრი ხედვები დისტანციური სწავლებისა და ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი საკითხების შესახებ; ასევე დირექციის მხრიდან მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტუდენტთა უფლება-მოვალეობების […]

ახალი შეზღუდვები სააუდიტორიო სასწავლო პროცესში

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების გათვალისწინებით 30 ნოემბრიდან კოლეჯ „არსში“ სასწავლო პროცესი გადადის სრულიად დისტანციურ ფორმატზე; ადმინისტრაცია იმუშავებს სამუშაო დღეებში 10:00-დან 15:00 საათამდე; სასწავლო ჯგუფებს დისტანციური სასწავლო ფორმატის და განრიგის შესახებ ინფორმაციას სტუდენტების მიიღებენ პირად ელ-ფოსტაზე.  /კოლეჯი „არსის“ ადმინისტრაცია/ /28.11.2020/

პროფესიული მომზადების პროგრამის წარდგენა

კოლეჯმა არსმა “ელექტრონული ბუღალტერიის” პროფესიული მომზადების პროგრამა წარადაგინა განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით; კოლეჯი “არსი” გეგმავს სამომავლოდ აქტიურად ჩაერთოს პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებაში, რისთვისაც დამატებით ამზადებს კიდევ რამდენიმე მოკლევადიან მომზადების პროგრამას წარსადგენად

შეფასების ინსტრუმენტების ბანკი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში მიმდინარეობს   ჩარჩო დოკუმენტის მოდულების  შეფასების ინსტრუმენტების ბანკის შექმნის პროცესი,  შეფასების  ინსტრუმენტების უნიფიცირებით. ამ პროცესში ჩაერთნენ კოლეჯი არსის პედაგოგებიც 

სასწავლო პროცესის ჰიბრიდულ რეჯიმში განახლება.

კოლეჯი „არსის“ პროფესიული სტუდენტების ეპიდ-უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის 19 ოქტომბრიდან კოლეჯის მოკლევადიანი სასაერთიფკატო ჯგუფების  სასწავლო პროცესი გაგრძელდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო გრძელვადიანი პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის (3 სასწავლო ჯგუფი) სასწავლო პროცესი წარიმართება ჰიბრიდულ რეჯიმში: სააუდიტორიო გარემო- პრაქტიკული სწავლებისთვის, დისტანციური პლატფორმით – თეორიული სწავლებისთვის;   / 15.10.2020/

სასიხარულო სიახლე წვევამამდელთათვის!

საქართველოს პარლამენტსი მესამე მოსმენის გადაწყვეტილებით პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის პერიოდში გადაუვადდებათ სამხედრო სავალდებულო სამსახური!!    / 10.10.2020/

სასწავლო პროცესის შეზღუდვის შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად 2020 წლის 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი 6 დიდ ქალქში- მათ შორის რუსთავს – შიზღუდება და აძლებლობის შემთხვევაში გადაინაცვლებს ონლაინ-რეჟიმში ან განახლდება საკობტატო რეჯიმში 1 ოქტომბერს. კოლეჯი “არსის” პროფესიულ სტუდენტებს 15 ოქტომბრიდან გეცნობებათ პროგრამის შესაბამისი განრიგების შესახებ. / კოლეჯის ადმინიტრაცია. 12.09.2020/

პროგრამის დამატება

კოლეჯმა “არსმა” პროგრამის დამატების პროცედურის ფარგლებში ახალი საგანამანათლებლო პროგრამა – ფარმაცია / სააფთიაქო/ წარადგინა / 18.08.2020/

თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

კოლეჯმა “არსმა” თვითშეფასების წლიური აგარიში წარდაგინა, რომელიც ახალი საავტორიზაციო სტანდრეტების შესრულების პირობების დეტალურ სურათს ასახავს 5 კატეგორიის / სტანდარტის მიხედვით / 31.07.2020/