საზოგადოებრივი კოლეჯი „არსი“ ემზადება ახალი სტრატეგიული გეგმისა და მისიის შესახებ განაცხადის შემუშავებისათვის;

ვრცლად: კოლეჯ „არსში“ მიმდნარეობს მუშაობა წლის დასაწყისში  გაწერილი  სამოქმედო გეგმის ანალიზისა და მის საფუძველზე ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის; ასევე მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმარებისთვის კოლეჯის SWOT ფაქტორების დამუშავება;  

საგნობრივი პროგრამის კურსდამთავრებულებმა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს

კოლეჯი „არსის“ დამამთავრებელ საგნობრივ პროგრამებზე საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა, რომელზეც წარმატებული შედეგები დააფიქსირეს სტუდენტებმა, რის საფუძველზეც საკვალიფიკაციო კომისების გადაწყვეტილებით კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი კვალიფიკაციის  დიპლომები

კოლეჯ „არსს“ ავტორიზაციის ექსპერტები ეწვიენ

  26,27 და 28 ივლისს კოლეჯს ავტორიზაციის ექსპერტები ეწვიენ და შეაფასეს კოლეჯის მიერ ახალი სასწავლო პერიოდისთვის და ახლებული- მოდულური პროგრამებისთვის გატარებული ღონისძიებები

კოლეჯ “არსს” გარე მხარდაჭერის ექსპერტი ეწვია 03/06/2017

    კოლეჯ „არში“ 31 მაისს და 3 ივნისს გარე მხარდაჭერის ექსპერტის- ქალბატონ ეკატერინე გიგაშვილის ვიზიტი განხორციელდა; ექსპერტი შეხვდა კოლეჯის სტუდენტებს, პედაგოგებს და ესაუბრა მოდულური პროგრამის განხორცილების საკითხებზე;

კოლეჯ “არსში” შედგა შიდა მხარდაჭერის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა 25/05/2017

    კოლეჯ “არსში” შედგა შეიქმნა შიდა მხარდაჭერის ჯგუფი, რომლის სამუშაო შეხვედრა გაიმართა 25 მაისს; ჯგუფის წევრებმა განიხილეს მოდულური სწავლების ყველა აქტუალური საკითხი და დაგეგმეს ჯგუფის მუშაობის პრინციპები და გასახორცილებელი მონიტორინგები

კოლეჯის წარმომადგენლობითმა საბჭომ ახალი სასწავლო წლისთვის განსახორცილებელი სამოქმედო გეგმა დაადგინა

  კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო დირექტორის, დირექტორის მოადგილის, ხარისხის მართვის სამსხურის და კოლეჯის დეკანების შემადგენლობით შეიკრიბა კოლეჯის განვითარების ახალი სამოქმედო გეგმის  შესამუშავებლად – რომელზეც დაისახა კონკრეტული ღონისძიებები და ასევე დაზუტდა იმ პროგრამეის ჩამონათვალი, რომელასც კოლეჯი სამომავლოდ წარადგენს საავტორიზაციოდ    

ხარისხის მართვის სამსახურმა კოლეჯის მასწავლებელთა კორპუსისთვის ჩაატრა ტრენინგი მოდულების განხორციელების მეთოდების შესახებ

  კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატრა ტრენინგი მოდულების განხორციელების მეთოდების შესახებ იმ საგანმანათლებლო პროგრამის პედაგოგიური პერსონალისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართული მოდულური პროგრამების განხორციელებაში და ასევე გააცნო მათ კოლეჯში დანერგილი „ექთის თანაშემწის“ მოდულური პროგრამის განხორციელების უკვე არსებული შედეგები და მიღებული გამოცდილება;  

კოლეჯმა „არსმა“ დაიწყო მზადება საგანმანათლებლო პროგრამების საავტორიზაციოდ წარსადგენად

კოლეჯი 5 ფორმალურ პროგრამას წარადგენს საავტორიზაციოდ – მოდულური ფორმატით – 1.ბანკის მოლარე-ოპერატორი; 2.სადაზღვევო აგენტი; 3.პრაქტიკოსი ექთანი; 4.ფარმაცევტის თანაშემწე; 5.ექთნის თანაშემწე

25 აპრილს კოლეჯ “არსში” ჩატარდა შიდა საავტორო ტრენინგი

        25 აპრილს კოლეჯ “არსში” ჩატარდა შიდა საავტორო ტრენინგი თემაზე: – სააუდიტორიო – სალექციო პროცესის მართვა; ტრენინგის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა – საფინანსო მიმართულების დეკანმა – მაია თეთვაძემ მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა დასვა და გადაჭრის საინტერესო მეთოდები შესთავაზა კოლეჯის ლექტორ/პედაგოგებს