მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

კოლეჯმა “არსმა” მწერლებთან შეხვედრას უმასპინძლა

2023 წლის 7 დეკემბერს, კოლეჯმა ,,არსმა”, ახალი წიგნის წარდგენას უმასპინძლა. კრებული — ,,სადაც სახლი მელოდება”, ეძღვნება აფხაზეთს და მასში პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით გაერთიანებულია 258 ავტორი.ახალი კრებული კოლეჯი ,,არსის” პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიულ პედაგოგებს წარუდგინეს იდეის ავტორმა, ბელა ალანიამ, რედკოლეგიის წევრებმა და თანაავტორებმა: მარინა თექთუმანიძემ, მაია მიქაიამ, ლია მიქაბერიძემ და ედუარდ უგულავამ. შეხვედრაზე გემოვნებიან პოეზიას მსმენელი ზღვა ემოციით, გულწრფელი ცრემლითა და მადლიერებით გამოეხმაურა. კოლეჯი ,,არსის” დირექტორმა, ნათია ნოზაძემ და ადმინისტრაციის წევრებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს სტუმრებს დაუვიწყარი შეხვედრისა და საჩუქრებისთვის და აღნიშნეს, რომ სასწავლებელი დიდი სიხარულით უმასპინძლებს კიდევ მრავალჯერ.