მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

პროფორიენტაციული ვიზიტი კოლეჯ არსში

საზოგადოებრივი კოლეჯი  არსმა სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა პროფორიენტაციული აქტივობის ფარგლებში – „საექთნო საქმის“ თემაზე;  კოლეჯის წარმატებულმა სტუდენტმა მარგარიტა გილაშვილმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარებისას საჭირო აუცილებელი წესები და აქტივობები. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა წამყვანის მითითებით თავად შეასრულეს რამდენიმე დავალება. შემდეგ დაათვალიერეს კოლეჯის გარემო და ასევე ეწვიენ კოლეჯის პარტნიორს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, სადაც დაინტერესდნენ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებით და აქტივობებით.