მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

კოლეჯის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დოკუმენტის პრეზენტაციაზე

5 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ოფიციალურ ხედვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ქალბატონები, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენელი და მეწარმე ქალთა წევრი ორგანიზაციები; შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი არსის დირექტორმა- ნათია ნოზაძემ