კოლეჯი არსის “საექთნო საქმის” საგ.პროგრამის რეიტინგული სიის აპლიკანტებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები
–
გაცნობებთ, რომ კოლეჯი „არსის“ რეიტინგული სიის აპლიკანტმა ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ 2025 წლის 5 ნოემბრიდან არაუგვიანეს 2025 წლის 12 ნოემბრის 17: 00 სთ.-მდე მისამართზე: რუსთავი, აფხაზეთის ქ. N 12/
წარმოსადგენი დოკუმენტები:
1.განცხადება დირექტორის სახელზე ;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი საშუალო საფეხურის დაძლევის გარეშე;
4. ვაჟებისთვის- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).
5. კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.
6. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებით განსაზღვრული, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი ან საშუალო ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა/ან არასრულყოფილად წარმოდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.


