სტუდენტთა საყურადღებოდ!

კორონა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით კვლავ დროებით გადაიდო სასწავლო პროცესი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სწავლი განახლების ახალი ვადის გამოცხადებისთანავე კოლეჯ „არსში“ ახალი რეჯიმით განახლდება სწავლება თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბაისად გახანგრძლივდება პროგრამის პერიოდის საზაფხულო მონაკვეთის დატვირთვის ხარჯზე; მანამდე კი გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს! 16.03.2020

სასწავლო პროცესის დროებითი შეჩერების შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კოლეჯ „არსში“ სასწავლო პროცესი  შეჩერდება მიმდინარე წლის  16 მარტამდე.