მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

15 ნოემბერს კოლეჯ არსში პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა

საზოგადოებრივ კოლეჯ „არსში“ 15 ნოემბერს პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა; ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კოლეჯმა თავის სივრცეში პარტნიორ ორგანიზაციებს უმასპინძლა- კლინიკების, სააფთიაქო ქსელებისა და საბანკო ორგანიზაციების სახით; შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმისნიტრაციის წარმომადგენლები, თანასწორობისა და შერიგების სამინისტროს მრჩეველი და გარდაბნის საკრებულოს, რესურსცენტრისა და კულტურის სახლის ხელმძღვანელი პირები; დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს რეგიონული მენეჯერი; საქართველოს მრეწველ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

კოლეჯი „არსის“ პირველკურსელებს მოწვეულმა სტუმრებმა საზეიმოდ გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და წარმატებული მომავალი პროფესიული საქმიანობა უსურვეს;

კოლეჯი „არსის“ დირექციამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზციებს კოლეჯის მიმართ თანადგომისა და პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის;

სტუდენტების მიღების ცერემონია გარდბნის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გაალამაზეს;