მოგესალმებათ კოლეჯი "არსი"! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ინფორმაცია საბუთებისა და კოლეჯ არსში წარდგენის ვადების შესახებ

აპლიკანტთან საყურადღებოდ, რომლებმაც მოიპოვეს კოლეჯში არსში ჩარიცხვის უფლება:  დოკუმენტები უნდა წარმოდგინოთ 3 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. განცხადება დირექტორის სახელზე, (იწერება კოლეჯში);

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან დაბადების მოწმობა, ან ID ბარათი);

3. ზოგადი საბაზო და/ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და/ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებით განსაზღვრული, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი ან საშუალო ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

5. 17 წლიდან 27 წლამდე ვაჟები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).

6. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი აპლიკანტისათვის დამატებით წარმოსადგენი საბუთებია:

ა. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი,

ბ. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი);

გ. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).

P.S  კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.