2024 წლის 09 ივლისი დაუვიწყარ თარიღად ჩაიწერება კოლეჯი „არსის“ ისტორიაში – კოლეჯ არსსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და კოლეჯ „არსის“ დირექტორმა ნათია ნოზაძემ.; მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეჯის პერსონალის და სტუდენტების მოწვევას ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა მნიშვნელოვან აქტოვობებს; მემორანდუმი ხელს შეუწყობს კოლეჯის სტუდენტთა და პერსონალის ჩართვას საინტერესო შემეცნებით აქტივობებში, კოლეჯის საგანმანათლებლო რესურსების გაფართოებას; კოლეჯი არსი უღრმეს მადლობას უხდის ეროვნული ბიბილოთეკის დირექტორს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას და მთელ ადმინისტრაციას კოლეჯი არსის პარტნიორობისა და თანადგომისთვის