26-27 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ გამართა შეხვედრა, რომელშიც კოლეჯმა „არსმაც“ მიიღო მონაწილეობა

        26-27 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელშიც კოლეჯმა „არსმაც“ მიიღო მონაწილეობა; შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული კომპეტენციებზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო (მოდულური) პროგრამების კომპონენტები; ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები  

კოლეჯი „არსი“-ს დირექტორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითრების თემატური ჯგუფის შეხედრაში მიიღო მონაწილეობა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

28 სექტემბერს კოლეჯ “არსში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო

        კოლეჯი ახალ პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა – გააცნო კოლეჯის სასწავლო სპეციფიკა და წარმატებები უსურვა სტუდენტურ ცხოვრებაში. კურსადამთავრებულებს საზეიმოდ გადაეცათ პროფესიული დიპლომები.

კოლეჯი “არსი”- გახდა პარტიორი ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის განათლების აკადემიური ლიგისა

19 თებერვალს შედგა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც კოლეჯი “არსის” დირექციამ მიიღო მონაწილეობა; იყვნენ სტუმრები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან; კულტურული მემკვიდრეობის განათლების ლიგა ბევრ ნოვაცია გეგმავს ქვემო ქართლის რეგიონში, რის თაობაზე თანამშრომლობასაც კოლეჯი არსის დირექტორმაც მოაწერა ხელი.

კოლეჯი „არსი“ მოდულარული პროგრამების შემუშავების პროცესში ჩაერთო.

„ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამისა და პროფესიული განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მოდულური კურიკულუმების შემუშავების მეთოდოლოგიასა და სწავლება/შეფასების თანამედროვე მიდგომებში პროფესიული განათლების

კოლეჯი „არსის“ დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგში 17-18.04.2013

17-18 აპრილს საქართველოს ფინანსთა აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი საჯარო ფინანსების მართვის შესახებ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელშიც კოლეჯი „არსის“ დირექტორმა- ნათია ნოზაძემ მიიღო მონაწილეობა; აღნიშნული პროგრამა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის პროგრამის – „ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში“ – ფარგლებში წარიმართა. მსმენელებს აკადემიამ სერთიფიკატები გადასცა.

კოლეჯი „არსის“ ინგლისური ენის პედაგოგმა მონაწილება მიიღო პროფესიული განათლების უცხო ენის მასწავლებელთა სემინარში. 2.03.2013

2 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში შედგა პროფესიული განათლების უცხო ენის მასწავლებელთა სემინარი, რომელშიც კოლეჯი „არსის“ ინგლისური ენის პედაგოგმა– მზია ასლანიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სემინარზე  მოხდა იდენტიფიცირებული პრობლემების სისტემატიზაცია და წიმადადებების შემუშავება.

კოლეჯი „არსის“ პედაგოგებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ- ბრიტანული ფილმის- „EPIC”-ის გადაღებებში: 12.02.2013

2013 წლის თებერვალში რუსთავში მიმდინარეობდა ქართულ- ბრიტანული ფილმის- „EPIC”-ის გადაღებები (ბენ ჰოპკინსის რეჟისორობით) , სადაც მონაწილეობას იღებენ ოსკაროსანი მსახიობები: მეტიუ მაკფაიდენი, სემ ტეილორი; კოლეჯი „არსის“ პედაგოგებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სცენარით გათვალისწინებული ფესტივალის “PALCHIK“- მონაკვეთის გადაღებებში.