სტუმრები სს”გეფა”-დან

24 ნოემბერს კოლეჯ “არსში” ვიზიტით მობრძანდნენ და ფარმაციის პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ სს”გეფას” სააფთიაქო ქსელის სათავო მენეჯმენტის წარმომადგენლები, სტუმრებმა “არსის” სტუდენტებს გააცნეს კარიერული განვითარების პერსპექტივები სს”გეფას” ქსელის გარემოში და სამახსოვროდ სტუდენტებს ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს;
“გერიატრიული ასისტენტის” პროგრამის განხორციელება დაიწყო

21 ნოემბრიდან კოლეჯ “არსში” “გერიატრიული ასისტენტის” პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო; პროგრამა მიმდინარეობს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პატრონაჟით და მოსარგებლეებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმებას.
კოლეჯ “‘არსში” სწავლის დაწყება აღნიშნეს

კოლეჯ “არსში” სწავლის დაწყების დღე აღინიშნა; ადმინისტრაცია პირველი სასწავლო წლის პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა; კურსდამთავრებულებს კი კურსის დასრულების დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ! “არსი” ყველა სტუდენტს ულოცავს სწავლის დაწყებას!
8 ნოემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება

კოლეჯის 1-ლი სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი 8 ნოემბერს იწყება
მეორადი რეგისტრაცია საფინანსო სერვისების საგანმანათლებლო პროგრამაზე

კოლეჯი “არსის” საფინანსო სერვისების საგანამანათლებლო პროგრამაზე 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, კიდევ ერთხელ გეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დამატებულ ადგილებზე წელს პირველად დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია ღიაა ყველასთვის: მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია, თუმცა ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი და მათთვის ვინც პირველად გადის რეგისტრაციას
წარმოსადგენი დოკუმენტები ჩარიცხვის პროცედურებისთვის

კოლეჯი “არსის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ: დოკუმენტაციის მიღების ვადა ჩარიცხვის დადასტურებისთვის არის – 2022 წლის 4 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამ აპლიკანტმა უნდა წარმოადგონოს შემდეგი დოკუმენტაცია განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის […]
აპლიკანტების საყურადღებოდ

მათ, ვინც საგნამანათლებლო პროგრამებზე დაწესებული ბარიერი გადალახა- 29-30 სექტემბერს გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი თქვენს გვერდზე vet.emis.ge/ აირჩიოთ სასურველი მხოლოდ ერთი პროგრამა/კოლეჯი “არსი” გისურვებთ წარმატებებს.
2021 – 2022 ს/ წლის მიღების სასწავლო ჯგუფების საყურადღებოდ!

სასწავლო პროცესი 2021 – 2022 ს/ წლის მიღების ჯგუდფებისთვის კოლეჯ „არსში“ განახლდება 03.10.2022 – ში 10.00- დან
მოტივაციური გასაუბრება საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამაზე

კოლეჯი „არსის“ საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებული პირებისთვის მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 12 სექტემბერს; პირები, რომლებიც ვერ მოახერხებენ დანიშნულ დროს გასაუბრებაზე გამოსვლას, აქვთ შესაძლებლობა 19 სექტემბრამდე მომართონ კოლეჯის ადმინისტრაციას დასაბუთებული მიზეზით, თუ რატომ ვერ გამოცხადდნენ გასაუბრებაზე და ითხოვონ დამატებითი თარიღის ჩანიშვნა შეფასების მისაღებად
პროფესიული ტესტირება მე-5 დონის პროფესული პროგრამებისთვის

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება – 7 სექტემბერი საბაზო ზოგადი უნარები 7 – 8 სექტემბერი შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით. 2022 წელს […]