აპლიკანტების საყურადღებოდ

მათ, ვინც საგნამანათლებლო პროგრამებზე დაწესებული ბარიერი გადალახა- 29-30 სექტემბერს გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი თქვენს გვერდზე vet.emis.ge/ აირჩიოთ სასურველი მხოლოდ ერთი პროგრამა/კოლეჯი “არსი” გისურვებთ წარმატებებს.

მოტივაციური გასაუბრება საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამაზე

კოლეჯი „არსის“ საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებული პირებისთვის მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 12 სექტემბერს; პირები, რომლებიც ვერ მოახერხებენ დანიშნულ დროს გასაუბრებაზე გამოსვლას, აქვთ შესაძლებლობა 19 სექტემბრამდე მომართონ კოლეჯის ადმინისტრაციას დასაბუთებული მიზეზით, თუ რატომ ვერ გამოცხადდნენ გასაუბრებაზე და ითხოვონ დამატებითი თარიღის ჩანიშვნა შეფასების მისაღებად 

პროფესიული ტესტირება მე-5 დონის პროფესული პროგრამებისთვის

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება – 7 სექტემბერი საბაზო ზოგადი უნარები 7 – 8 სექტემბერი შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით. 2022 წელს […]

გერიატრიული ასისტენტის კურსის დასრულება

16 ივლისს კოლეჯი „არსის“ გერიატრიული ასისტენტის“ პროფესიული მომზადების პროგრამის  მოსარგებლეებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურსი, რის საფუძველზე გადაეცათ შესაბამისი  სერთიფიკატები

პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი

2022 წლის 12 ივლისს კოლეჯმა „არსმა“ მინაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“

მიღება პროფესიულ პროგრამებზე

2022 წლის 02 მაისდან იწყება რეგისტრაციის პროცესი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის; კოლეჯი არსი სამ პროფესიულ პროგრამაზე იწვევს აპლიკანტებს: 1 საექთნო საქმე 2.ფარმაცია / სააფთიაქო/ 3. საფინანსო სერვისები; რეგიტრაციის პროცესი წარიმართება www.vet.emis.ge პლატფორმის საშუალებით და გაგრძელდება 22 აგვისტომდე; კოლეჯი არსის პროგრამების შესახებ აღწერილობები იხილეთ „საგანმანათლებლო პროგრამების“ ჩამონათვალში

გერიატრიული ასისტენტის პროფესიული მომზადების პროგრამა

კოლეჯმა „არსმა“ დაიმატა „გერიატრიული ასისტენტის“ მოკლევადიანი მომზადების პროგრამა ; პროგრამა განკუთვნილია სრული ზოგადი განათლების მქონე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის; პროგრამის ათვისების შემდეგ შესაძლებელია დასაქმება საზღვარგარეთ ასაკოვანთა მომვლელის სერვისის მიღებით დაინტერესებულ ქვეყნებში;

ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება უკრაინელების მხარდასაჭერად

თანადგომის აქციით უკრაინელების მხარდასაჭერად კოლეჯი არსის პერსონალმა და პრიფესიულმა სტუდენტებმა ფულადი რესურსის და ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება უმოკლეს დროში მოახდინეს და სამხარეო ადმინისტრაციას გადასცეს უკრაინის მოსხლეობისთვის დასახმარებლად!  თანადგომა და სიყვარული გადაარჩენს სამყაროს!