logo
კოლეჯი არსი
COLLEGE ARSI
phone
Phone
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
Email
collegearsi@yahoo.com
image

დარგობრივი სპეციალისტის შესარჩევი კრიტერიუმები – „Front-end დეველოპმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამა

კოლეჯი „არსი“ აქვეყნებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის „Front-end დეველოპმენტი“ განხორციელებისთვის დარგობრივი სპეციალისტის შესარჩევ კრიტერიუმებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ წარმოდგენილ მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს.

დანართი N1
კოლეჯი „არსის“ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის „Front-end დეველოპმენტის“ განხორციელებისთვის დარგობრივი სპეციალისტის შესარჩევი კრიტერიუმები

1. ზოგადი მოთხოვნები

1.1. სპეციალისტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ჰქონდეს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მომცემი სტატუსი.
1.2. ჰქონდეს
დარგის შესაბამისი პროფესიული განათლება 

 

2. პროფესიული (ტექნიკური) კრიტერიუმები

2.1. სამუშაო გამოცდილება:

·         მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-end დეველოპმენტის მიმართულებით;

·         სასურველია — მონაწილეობა მინიმუმ 1 დასრულებულ კომერციულ ან საჯარო პროექტში

2.2. ტექნიკური ცოდნა და უნარები:

·         HTML5, CSS3 (სასურველია SCSS/SASS, Tailwind ან სხვა CSS ფრეიმვორკები);

·         JavaScript (ES6+) და მისი ძირითადი ბიბლიოთეკები/ფრეიმვორკები (React, Vue.js ან Angular — მინიმუმ ერთი);

·         ვერსიის კონტროლის სისტემები (Git);

·         ვებგვერდების ადაპტირების (responsive design) და ჯვარედინი ბრაუზერების თავსებადობის პრინციპები;

·         DOM-ის სტრუქტურის, მოვლენების (events) და ასინქრონული პროგრამირების (Fetch, Axios) ცოდნა;

·         სასურველია — გაცნობა Next.js, TypeScript, ან/და State Management-ის ხელსაწყოებთან (Redux, Zustand, Pinia).

3. პედაგოგიური და საკომუნიკაციო უნარები

3.1. ჰქონდეს მასწავლებლობის/მენტორის/ტრენერის გამოცდილება (სასურველია — მინიმუმ 1 წელი).
3.2. უნარი, მარტივი და გასაგები ენით გადმოსცეს რთული ტექნიკური თემები დამწყები დონის მსმენელებისთვის.
3.3. ჰქონდეს პრაქტიკული დავალებების, ტესტების და პროექტების შექმნის/შეფასების გამოცდილება.
3.4. იყოს კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარიანი, სტუდენტების მიმართ მომთმენი და მოტივაციური.

 

4. დამატებითი უპირატესობები (არასავალდებულო)

4.1. გამოცდილება შეფასების ინსტუმენტების შედგენაში.
4
.2. სასერტიფიკაციო კურსების გავლა დარგობრივი მიმართულებით

4.3. რეკომენდაციები წინა დამსაქმებლის ან აკადემიური წრეებიდან.

 

5. სასურველი ფორმატი საკანდიდატო დოკუმენტაციისთვის

·         CV/რეზიუმე (აღწერილი სამუშაო გამოცდილებითა და პროექტებით);

·         მოკლე მოტივაციური წერილი (რატომ სურს პროგრამაში მონაწილეობა);

·         სასურველია — მინიმუმ 1 რეკომენდაციის კონტაქტი.

 

6. შერჩევის პროცედურის ეტაპები

6.1. დოკუმენტაციის წინასწარი განხილვა (HR მენეჯერის მიერ).
6.2. ტექნიკური ინტერვიუ (პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა ან/და live coding).
6.3. საპილოტე ლექციის/სემინარის ჩატარება (30–40 წუთი) კოლეჯის წარმომადგენლებისა და სტუდენტების თანდასწრებით.
6.4. ფინალური ინტერვიუ კოლეჯის ხელმძღვანელობასთან (ანაზღაურების, გრაფიკის და სამუშაო პირობების შეთანხმება
, პროგრამის ხელმძღვანელის შესაბამისი სამუშაო აღწერილობის განხილვა).

 

7. ბოლო ვადა

საკანდიდატო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 იანვარი / წარმოდგენის ფორმა- ა) ელექტრონულად / ანდა ბ) მატერიალური სახით

8. დამტკიცება

შესარჩევი კრიტერიუმები დამტკიცდა კოლეჯი „არსის“ დირექტორის მიერ და ძალაში შედის ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

 

_15__/_01_/__2026___.