კოლეჯ „არსსა“ და „საქართველოს პროფესიული კონსულტირების ასოციაციას“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს: პროფორიენტაციის, კარიერული დაგეგმარების პროექტების ერთობლივ განხორციელებას; პროფესიული სტუდენტებისათვის და პერსონალისათვის ცოდნის, უნარების ამაღლების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროექტებში, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში, საჯარო ლექციებში და ვებინარებში, მათ შორის სტაჟირების ხელშეწყობას; გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას; წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის შესაბამისად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;