ინტელექტთამაშში გამარჯვებული სტუდენტებისთვის სიგელების გადაცემა

6 მარტს კოლეჯის კარიერის მართვის და პროფორიენტაციის სპეციალისტის წარდგინებით წარჩინების სიგელები გადაეცათ სტუდენტურ ინტელექთამაშში გამარჯვებული გუნდის – “ახალი სიცოცხლე”- წევრებს ნომინაციით- “გამარჯვებული ინტელექტუალი” …. კოლეჯი კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს თავის ინტელექტულალ სტუდენტებს

ღია პრაქტიკუმები კოლეჯის პროგრამულ დეპარტამენტებში

არსის პროგრამულ დეპარტამენტებს შორის დაორგანიზდა გამოწვევა – “ჩელენჯი” – საუკეთესო პრაქტიკული და ინტეგრირებული აქტივობა; “არსის ” საექთნო საქმის სტუდენტებმა ამ გამოწვევის ფარგლებში ღია პრაქტიკუმი ჩაატარეს “დოზირების პრინციპების” თემაზე; ღია პრაქტიკუმისთვის ემზადებიან ფარმაციის და საფინანსო სერვისების ჯგუფები;

კოლეჯის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დოკუმენტის პრეზენტაციაზე

5 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ოფიციალურ ხედვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ქალბატონები, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენელი და მეწარმე ქალთა წევრი ორგანიზაციები; შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი […]

სტუდენტური კონფერენციები კოლეჯ “არსში”

საზოგადოებრივ კოლეჯ არსში რეგულარურად იმართება სტუდენტური კონფერენციები; არსის სტუდენტები წარმოადგენენ მიმდინარე აქტუალურ თემატიკებს და უზიარებენ საკუთარ ხედვებს ერთმანეთს

პროფორიენტაციული ვიზიტი კოლეჯ არსში

საზოგადოებრივი კოლეჯი  არსმა სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა პროფორიენტაციული აქტივობის ფარგლებში – „საექთნო საქმის“ თემაზე;  კოლეჯის წარმატებულმა სტუდენტმა მარგარიტა გილაშვილმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარებისას საჭირო აუცილებელი წესები და აქტივობები. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა წამყვანის მითითებით თავად შეასრულეს რამდენიმე დავალება. შემდეგ დაათვალიერეს კოლეჯის გარემო და ასევე ეწვიენ კოლეჯის პარტნიორს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, […]

კოლეჯმა “არსმა” მწერლებთან შეხვედრას უმასპინძლა

2023 წლის 7 დეკემბერს, კოლეჯმა ,,არსმა”, ახალი წიგნის წარდგენას უმასპინძლა. კრებული — ,,სადაც სახლი მელოდება”, ეძღვნება აფხაზეთს და მასში პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით გაერთიანებულია 258 ავტორი.ახალი კრებული კოლეჯი ,,არსის” პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიულ პედაგოგებს წარუდგინეს იდეის ავტორმა, ბელა ალანიამ, რედკოლეგიის წევრებმა და თანაავტორებმა: მარინა თექთუმანიძემ, მაია მიქაიამ, ლია მიქაბერიძემ და ედუარდ უგულავამ. შეხვედრაზე გემოვნებიან პოეზიას […]

“გერიატრიული ასისტენტის” პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო

კოლეჯ “არსში” დაიწყო “გერიატრიული ასისტენტის” პროფესიული მომზადების პროგრამა; პროგრამა სრულად ფინანსდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; პროგრამის ხანგრძლივობაა 7 სასწავლო კვირა

15 ნოემბერს კოლეჯ არსში პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა

საზოგადოებრივ კოლეჯ „არსში“ 15 ნოემბერს პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა; ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კოლეჯმა თავის სივრცეში პარტნიორ ორგანიზაციებს უმასპინძლა- კლინიკების, სააფთიაქო ქსელებისა და საბანკო ორგანიზაციების სახით; შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმისნიტრაციის წარმომადგენლები, თანასწორობისა და შერიგების სამინისტროს მრჩეველი და გარდაბნის საკრებულოს, რესურსცენტრისა და კულტურის სახლის ხელმძღვანელი პირები; დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს რეგიონული მენეჯერი; საქართველოს მრეწველ ქალთა […]