/ახ.რედაქც.მიღება: 12.01.2023/
საზოგადოებრივი კოლეჯი „არსი“ საკუთარი საქმიანობის მთავარ მისიად მიიჩნევს თანამედოვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას ჯანდაცვისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით რუსთავისა და ქვემო ქართლის მასშტაბით და ამ რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით; ასევე მუშაობის წარმართვას მაღვალკვალიფიციური სატრენინგო- სასერთიფიკატო კურსების კუთხით;
დასახული მისიის მაღალი სტანდარტით შესასრულებლად, კოლეჯი „არსი“ მთავარ ამოცანებად სახავს:
გამართული სასწავლო პროცესსა და სწავლებაში ინოვაციათა მაქსიმალურ დანერგვას;
სპეციალობის დაუფლების ხელმისაწვდომობას და სწავლების აკადემიურ თავისუფლებას;
სასწავლო ორგანიზაცია – საზოგადოებრივი კოლეჯი „არსის“ ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი მთლიანად არის ორიენტირებული დასახული მიზნების სრულყოფილი და წარმატებული რეალიზებისათვის.
კოლეჯი „არსი“ საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ კოლეგიალურ ერთობას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია, ერთობლივი გუნდური ძალისხმევით შექმნას ღია, მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული, განვითარებადი და შრომის ბაზარზე რეალიზებადი საგანმანათლებლო სივრცე;
კოლეჯი „არსის“ საქმიანობის მიზანია 2029 წლისთვის განახორციელოს საკუთარი ბაზის რეპლიკაცია განახლებულ სასწავლო სივრცეში და განამტკიცოს თავისი პროფესიული ნიშა რუსთავისა და ქვემო ქართლის მასშტაბით ჯანდაცვის და ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიული პროგრამების სწავლების მიმართულებით; გააფართოვოს ამ ორი სასწავლო მიმართულების ფარგლებში პროფესიათა არჩევანი და ასევე დანერგოს მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები ჯანდაცვის და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილით – მობილურ დროში დასაქმების პერსპექტივებით.