ახალი შეზღუდვები სააუდიტორიო სასწავლო პროცესში

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების გათვალისწინებით 30 ნოემბრიდან კოლეჯ „არსში“ სასწავლო პროცესი გადადის სრულიად დისტანციურ ფორმატზე; ადმინისტრაცია იმუშავებს სამუშაო დღეებში 10:00-დან 15:00 საათამდე; სასწავლო ჯგუფებს დისტანციური სასწავლო ფორმატის და განრიგის შესახებ ინფორმაციას სტუდენტების მიიღებენ პირად ელ-ფოსტაზე. /კოლეჯი „არსის“ ადმინისტრაცია/ /28.11.2020/
პროფესიული მომზადების პროგრამის წარდგენა

კოლეჯმა არსმა “ელექტრონული ბუღალტერიის” პროფესიული მომზადების პროგრამა წარადაგინა განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით; კოლეჯი “არსი” გეგმავს სამომავლოდ აქტიურად ჩაერთოს პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებაში, რისთვისაც დამატებით ამზადებს კიდევ რამდენიმე მოკლევადიან მომზადების პროგრამას წარსადგენად
შეფასების ინსტრუმენტების ბანკი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში მიმდინარეობს ჩარჩო დოკუმენტის მოდულების შეფასების ინსტრუმენტების ბანკის შექმნის პროცესი, შეფასების ინსტრუმენტების უნიფიცირებით. ამ პროცესში ჩაერთნენ კოლეჯი არსის პედაგოგებიც