შპს „არსის“ „ საფინანსო სერვისების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრანტების შერჩევის წესი და პირობები
1. პროგრამაზე რეგისტრანტების ჩარიცხვის ეტაპები
- პროგრამაზე რეგისტრანტების ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) შერჩევა სამოტივაციო გასაუბრების გზით
ბ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა;
გ) გასაჩივრების ფაქტის შემთხვევაში საჩივრის სააპელაციო კომისიაზე განხილვა;
დ) შედეგების გამოცხადება და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება;
ე) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).
2. „საფინანსო სერვისების“ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრანტების შერჩევის ფორმა
- აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით დარეგისტრირებული პირების შეფასებას.
- შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე.
- შერჩევა ტარდება შპს „არსში“. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
მოტივაციური გასაუბრება
მოტივაციურ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება
- გასაუბრებაში მონაწილეობს ამ კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული აპლიკანტი;
მოტივაციური გასაუბრების შინაარსი
1. „საფინანსო სერვისების“ საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი მოტივაციური გასაუბრება მოიცავს საკითხებს 5 ძირითადი მიმართულებით: 1.პროფესიული ცნობისმოყვარეობა, 2. ინფორმაცია პროფესიის შესახებ. 3.მსგავსი სამუშაოს შესრულებით დაინტერესება. 4.პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასითებლები; 5.პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული გეგმები და პერსპექტივები.
საგამოცდო კომისია
- საგამოცდო კომისია განისაზღვრება სამი წევრით, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა)კომისიის თავმჯდომარე – კოლეჯი „არსის“ „საფინანსო სერვისების“ პროფესიული პროგრამის დარგობრივი სპეციალისტი, ბ) კომისიის მდივანი – კოლეჯი „არსის“ პროგრამის პროფესიული მასწავლებელი და გ) მოწვეული წევრი- კოლეჯის შრომის ბაზრის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
აპლიკანტთა შეფასება არის დიფერენცირებული. მაქსიმალური კომპეტენციის ზღვარია 144 ქულა -ერთი წევრის მიერ შეფასებული ქულა; სულ ეს რაოდენობა მრავლდება კომისიის წევრთა რაოდენობაზე; (სულ 36 კითხვის უმაღლესი რეიტინგით- 4 ), . მინმალური კომპეტენციის ზღვარია 36 ქულა ( უმაღლესი ქულის 25 %)
- გასაუბრებისას კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს აპლიკანტს, წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
- საკონკურსო კომისიის მიერ ხდება შედეგების შეჯერება და პროგრამის ფარგლებში მისაღები კვოტის შესაბამისად იმ აპლიკანტთა გამოვლენა, რომელთაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი-რეიტინგული სიებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
- საგანმანათლებლო პროგრამებზე კონკურსის შედეგები აისახება შესაბამის კომისიის სხდომის ოქმში. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავჯდომარე და მდივანი.
განმეორებითი შეფასება
აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში (განმეორებით) შეფასების უზრუნველყოფის წესი და პირობები
1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდება შეფასებაზე, მას საშუალება აქვს განმეორებით ერთხელ გავიდეს გასაუბრებაზე, რისთვისაც ის განცხადებით მიმართავს შპს „არსის“ / კოლეჯი/ ხელმძღვანელს შეფასების თარიღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში და წარადგენს მტკიცებულებას.
2. განმეორებით შეფასებაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს
3. განმეორებითი შეფასება ტარდება განცხადების წარდგენიდან მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.
4. განმეორებითი შეფასების შედეგები აპლიკანტს ეცნობება შეფასების ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 (ორ) სამუშაო დღეში.
აპელაცია
ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების აპელაციის წესი და ვადები
- აპლიკანტს უფლება აქვს წერილობითი განცხადებით გაასაჩივროს შედეგები მისი გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
- საჩივრის განხილვის მიზნით კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს იქმნება სააპელაციო კომისია (მინიმუმ 3 წევრი), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საჩივრის შინაარსის მიხედვით, გასაჩივრებულია პროცედურული საკითხები თუ მიღებული შეფასება.
- სააპელაციო კომისიაში შედის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, პროგრამის ხელმძღვანელი, და პარტნიორი ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი.
- სააპელაციო კომისია კომპლექტდება იმ პირებისგან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შერჩევის პროცესში.
- სააპელაციო კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს საჩივარი და მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობოს საჩივრის ავტორს.
- სააპელაციო კომისია განიხილავს აპლიკანტის საჩივარს და უფლება აქვს გასაუბრებისას აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ხელახლა შეაფასოს აპლიკანტი და დაწეროს უფრო მაღალი/დაბალი შეფასება ან შეფასების პროცედურის დარღვევისას – დატოვოს იგივე შეფასება.
- კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთი სამუშაო დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს ტელეფონის ან/დაელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურა
- სპეცილური საგანანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტები კოლეჯში ირიცხებიან პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში;
- კოლეჯი განიხილავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;
პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- კოლეჯის მიერ დადგენილი განაცხადის შევსებულ ფორმას პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე, თან ერთვის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საბაზო განათლების/ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი);
გ) უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი;
დ) ორი ფოტოსურათი 3×4;
ე) არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა).