აპლიკანტების საყურადღებოდ – ვინც ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება. შერჩევის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ პორტალზე vet.emis.ge და ვერ მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი. სასურველი პროგრამის არჩევა შესაძლებელია 13-15 ოქტომბერს პორტალზე https://vet.emis.ge/#/ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://mes.gov.ge/content.php?id=12584&lang=geo

არსის საგანმანათლებლო პროგრამებზე სარეიტინგო სიებში მოხვედრილი პირების საყურადღებოდ!

იმისათვის რომ ჩაირიცხოთ არსის პროგრამაზე, 8 ოქტომბრის 17-00 საათის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ კოლეჯში შემდეგიდოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საბაზო განათლების/ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი; 2 ფოტოსურათი 3×4; არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა/მეურვეობის […]