Privacy Notices
კოლეჯი „არსი“ (შემდგომში - „კოლეჯი“) წარმოადგენს ავტორიზებულ კოლეჯს და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების (შემდგომში - „შეტყობინება“) შესაბამისად მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
შეტყობინების მიზანი:
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს კოლეჯი თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებით მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
- თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის დაცვა;
- თუ როგორ გიცავთ კანონი და როგორ არის უზრუნველყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები.
ზოგადი დებულებები
კოლეჯი თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას დაცულია აღნიშნული კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
კოლეჯს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დაცვას.
მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
- სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი;
- თქვენ მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე ან პასპორტზე დატანილი მონაცემები.
საკონტაქტო მონაცემები
- ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტა;
- სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ან ვიღებთ სხვადასხვა წყაროებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თქვენთან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში.
არასრულწლოვნები: მითითებული მონაცემების სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ არასრულწლოვნები. არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 16 წლამდე არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
თანხმობის გამოხმობა
თუ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით.
მონაცემთა შენახვა და ვადები
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ პროცესის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მოხდა მათი დამუშავება, მიღება ან შეგროვება.
მონაცემების ელექტრონულად დამუშავების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება უსაფრთხოების სათანადო ზომების გათვალისწინებით და დაცულია არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანებისგან, დაკარგვისგან, უნებართვო გამჟღავნებისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, წვდომისგან ან სხვა სახის უნებართვო დამუშავებისგან.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების შესაბამისი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები.
დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ელექტრონული ფოსტა: collegearsi@yahoo.com