იმისათვის რომ ჩაირიცხოთ არსის პროგრამაზე, 8 ოქტომბრის 17-00 საათის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ კოლეჯში შემდეგიდოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
საბაზო განათლების/ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი,
უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი;
2 ფოტოსურათი 3×4;
არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – განმცხადებლის/ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (დაბადების მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი) ;
წერილობითი და ხელმოწერილი განცხადება (კოლეჯის ფორმა) პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.
8 ოქტომბრამდე აპლიკანტის მიერ დოკუმენტების სრულყოფილად წარმოუდგენლობა გახდება ჩარიცხვაზე უარის საფუძველი!