საახალწლო არდადეგების ანონსი

კოლეჯ არსში საახალწლო არდადეგები გამოცხადდა 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრამდე; სასწავლო პროცესი განახლდება 2022 წლის 10 იანვარს; კოლეჯის ადმინისტრაცია ყველას ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ!

1 წლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგების შეჯამება

23 და 24 დეკემბერს არსის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრებზე განიხილეს კოლეჯის მიერ 2021 წლის დასწაწყისში დასახული სამომედო გეგმის შესრულების შედეგები; მოინიშნა ძლიერი და სუსტი მხარეები; დაანონსდა ახალი 2022 წლის სამოქმედო ამოცანების დაგეგმარება;

სტუდენტური სახალწლო ღონისძიება

22 დეკემბერს კოლეჯ არსში ლაღობის და “სანტაობის” დღედ ჩაიწერა; სტუდენტებმა ადმინისტრაციასტან და პედაგოგებთან ერთად ძველი წლის გაცილება და ახალი წლის შეხვედრა დააორგანიზეს! კოლეჯის სტუდენტ- პედაგოგებმა ერთობლივად ილაღეს, ითამაშეს, ერთმანეთს სურვილები და ნომინაციები გაუცვალეს! ლექსებად ჩაუთქვეს ახალ წელს სურვილები და ერთმანეთი ექსპრომტი პაროდიებითაც გაამხიარულეს! კოლეჯი ბედნიერია, რომ “არსში” ერთმანეთისთვის სითბოს და ბედნიერების გადაცემის ტრადიცია გრძელდება და […]