კოლეჯმა “არსმა” მწერლებთან შეხვედრას უმასპინძლა

2023 წლის 7 დეკემბერს, კოლეჯმა ,,არსმა”, ახალი წიგნის წარდგენას უმასპინძლა. კრებული — ,,სადაც სახლი მელოდება”, ეძღვნება აფხაზეთს და მასში პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით გაერთიანებულია 258 ავტორი.ახალი კრებული კოლეჯი ,,არსის” პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიულ პედაგოგებს წარუდგინეს იდეის ავტორმა, ბელა ალანიამ, რედკოლეგიის წევრებმა და თანაავტორებმა: მარინა თექთუმანიძემ, მაია მიქაიამ, ლია მიქაბერიძემ და ედუარდ უგულავამ. შეხვედრაზე გემოვნებიან პოეზიას […]

“გერიატრიული ასისტენტის” პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო

კოლეჯ “არსში” დაიწყო “გერიატრიული ასისტენტის” პროფესიული მომზადების პროგრამა; პროგრამა სრულად ფინანსდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; პროგრამის ხანგრძლივობაა 7 სასწავლო კვირა

15 ნოემბერს კოლეჯ არსში პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა

საზოგადოებრივ კოლეჯ „არსში“ 15 ნოემბერს პირველკურსელთა მიღების ცერემონია შედგა; ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კოლეჯმა თავის სივრცეში პარტნიორ ორგანიზაციებს უმასპინძლა- კლინიკების, სააფთიაქო ქსელებისა და საბანკო ორგანიზაციების სახით; შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმისნიტრაციის წარმომადგენლები, თანასწორობისა და შერიგების სამინისტროს მრჩეველი და გარდაბნის საკრებულოს, რესურსცენტრისა და კულტურის სახლის ხელმძღვანელი პირები; დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს რეგიონული მენეჯერი; საქართველოს მრეწველ ქალთა […]

რეიტინგული სიის აპლიკანტებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები

გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი „არსის“ რეიტინგული სიის აპლიკანტმა ჩარიცხვის მიზნით დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2023 წლის 26 ოქტომბრის 18: 00 სთ. მისამართზე: რუსთავი, აფხაზეთის ქ. N 12/ ყოფილი – შარტავას გამზ N 4 / წარმოსადგენი დოკუმენტები: განათლების დამადასტურებელი ატესტატი /ან ასლი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ დასრულებული გაქვთ პროფესიული კოლეჯი ან უნივერსიტეტი, შესაბამისი […]

სტუდენტური კონფერენცია

კოლეჯი არსის ჯანდაცვის პროგრამის სტუდენტებმა გულის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს; სტუდენტებმა წარმოადგინეს პროფესიული თემები გულის დაავადებების შესახებ;

მოტივაციური გასაუბრება

კოლეჯ “არსში” “საფინანსო სერვისების” საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრანტებისთვის 29 სექტემბერს მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა; გასაუბრების პროცედურაში მონაწილება მიიღო კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის – სს” ლიბერთი ბანკის” რუსთავი სერვის- ცენტრის მმართველმა

მოტივაციური გასაუბრება

კოლეჯი “არსის” “საფინანსო სერვისების” პროგრამაზე დარეგისტრირებულ პირთა საურადღებოდ! – “საფინანსო სერვისების” საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 29 სექტემბერს! აპლიკანტებს კონკრეტული პირობები ეცნობებათ დამატებით!

პროფესიული ტესტირება

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით განისაზღვრა 2023 წლის 23 და 24 სექტემბერი; ჯანდაცვის პროფილის პროგრამის რეგისტრანტებისთვის ტესტირება ქიმია- ბიოლოგიაში ჩატარდება 23 სექტემბერს!

საზაფხულო არდადეგები

კოლეჯი “არსის” სასწავლო ჯგუფებისთვის 2023 წლის 04 სექტემბრამდე გამოცხადდა საზაფხულო არდადეგები