ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ჩარიცხულმა სტუდენტებმა ჩარიცხვის პროცედურის დასრულების მიზნით, არაუგვიანეს 10 სექტემბრისა, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) და/ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის გარეშე;
4. ვაჟებისთვის — სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში);
5. 2 ცალი ფოტოსურათი 3×4-ზე.
კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესაბამისი განათლების საფეხურის დაძლევა აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით განსაზღვრული, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი დოკუმენტი.
გთხოვთ, დოკუმენტაცია წარმოადგინოთ სრულყოფილად და დადგენილ ვადაში.