logo
კოლეჯი არსი
COLLEGE ARSI
phone
ტელეფონი
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
ელ. ფოსტა
collegearsi@yahoo.com
image

საფინანსო სერვისების პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტები

კოლეჯი გაცნობებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ სიაში მოხვედრილმა აპლიკანტებმა კოლეჯში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. ზოგადი საბაზო და/ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან ისეთი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
  5. კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ შესაბამისი განათლების საფეხურის დაძლევა აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში დადასტურებულია მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;
  6. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით განსაზღვრული და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ზოგადი, საშუალო ან იმ განათლების მიღებას, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასრულყოფილად წარმოდგენა წარმოადგენს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.

📅 დოკუმენტების წარმოდგენის საბოლოო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 9 ივლისისა.