უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩანიშნულ ტესტირებაზე გამსვლელმა აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
ტესტირება ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებზე ჩატარდება 6 სექტემბერს. ზუსტი ინფორმაცია დროისა და ადგილის შესახებ ბარათებზე უახლოეს დღეებში აისახება
გამოსაცდელი ვალდებულია თან იქონიოს:
ამობეჭდილი საგამოცდო ბარათი / მობილურ ტელეფონში ამ ბარათის „სქრინი“
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
კალამი.
პროფესიული ტესტირებისთვის განსაზღვრული ვადა და ქულებია:
ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი)
ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი)
გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15% – ზე მეტს დააგროვებს.
გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!
დაგვიანებული სტუდენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან
დეტალურად აუცილებლად გაეცანით: https://naec.ge/…