რეგიონული დარგობრივ-სტუდენტური კონფერენცია: „საექთნო საქმის გამოწვევები და მომავლის ხედვა“
2026 წლის 21 მაისს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „არსმა“ წარმატებით უმასპინძლა რეგიონალურ დარგობრივ სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საექთნო საქმის გამოწვევები და მომავლის ხედვა“. კოლეჯი „არსის“ სტუდენტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ჯანდაცვის სფეროს და კლინიკური სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სოციალური სამსახურები
კონფერენციის მიზანი იყო - სტუდენტთა მიერ საექთნო საქმის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების იდენტიფიცირება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო განვითარების სტრატეგიული ხედვების შემუშავება. ასევე კოლეჯის საექთნო საქმის პროგრამის პარტნიორი კლინიკების დამსახურების გამოკვეთა საექთნო საქმის გავითარების დახელშეწყობის პროცესში;
სტუდენტური ღონისძიება იყო პირდაპირი დიალოგი კლინიკურ სექტორთან, საექთნო ასოციაციებთან და მარეგულირებელ ინსტიტუტებთან. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს განათლების სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებლოსა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
კოლეჯი არსის და ექთანთა გაერთიანების კოორდინაციით ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება რეგიონში საექთნო განათლებისა და პრაქტკის განვითარებისთვის;
კოლეჯი არსი სამომავლოდაც გააგრძელებს სტუდენტებისთვის პროფესიული დიალოგის პლატფორმების ხელშეწყობას და განვითარებას.