კოლეჯი „არსი“ „გეფას“ დასაქმების ფორუმზე
კოლეჯი „არსი“ მონაწილეობდა პარტნიორი ორგანიზაციის – სააფთიაქო ქსელ „გეფას“ მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა „გეფასა“ და პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და დასაქმების შესაძლებლობები.
ფორუმის დასასრულს პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის კოლეჯ „არსს“, გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის.
კოლეჯი „არსი“ მადლობას უხდის სააფთიაქო ქსელ „გეფას“ ნაყოფიერი თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და პროფესიული განათლების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა სტუდენტებს პროფესიული ზრდისა და დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.