logo
კოლეჯი არსი
COLLEGE ARSI
phone
ტელეფონი
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
ელ. ფოსტა
collegearsi@yahoo.com
image

„კოლეჯ „არსს“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები ეწვივნენ“.

2026 წლის 10 ივნისს კოლეჯ „არსს“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები:

• თომას რუბალი – ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩეველი, WHO-ს ქვეყნის ოფისი საქართველოში;

• პროფესორი ბრიგიტა სკელა სავიჩი – WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის ექსპერტი.

• მარი-ანა მატიასკოვა – კონსულტანტი, WHO-ს ქვეყნის ოფისი საქართველოში;

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ კოლეჯის ადმინისტრაციას, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პედაგოგებსა და კლინიკური პრაქტიკის მენტორ-ექთნებს. შეხვედრის მთავარი თემა იყო საექთნო განათლების განვითარება და პროგრამის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.

სტუმრებმა ასევე გამართეს შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებთან, მოისმინეს მათი მოსაზრებები სასწავლო პროცესისა და კლინიკური პრაქტიკის შესახებ, გაეცნენ სტუდენტების გამოცდილებასა და პროფესიულ მისწრაფებებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ გამოცდილება, ემსჯელათ არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

კოლეჯი „არსი“ მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვიზიტისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში საექთნო განათლების ხარისხის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.