logo
კოლეჯი არსი
COLLEGE ARSI
phone
ტელეფონი
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
ელ. ფოსტა
collegearsi@yahoo.com
image

კოლეჯ „არსის“ 2026 წლის საანგარიშო ღონისძიება – წარმატებებისა და მიღწევების შეჯამება

2026 წლის 19 ივნისს კოლეჯი „არსის“ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული მოვლენა შედგა – ჩატარდა კოლეჯის საქმიანობის წლიური ანგარიშის ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა გასული სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის შედეგები. ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა: დარგობრივი სტუდენტური კონფერენციის შედეგები; პედაგოგიური და სასწავლო პროცესის წარმატებული მიღწევები;

ამ მნიშვნელოვან დღეს კოლეჯს საპატიო სტუმარი ეწვია - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე –ბატონი მირიან ხოსიტაშვილი; საპატიო სტუმარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატიო სიგელები და დამსახურებული ჯილდოები კოლეჯის წარჩინებულ პედაგოგებს, ასევე სტუდენტთა დარგობრივ კონფერენციაში გამორჩეულ სტუდენტებს.

კოლეჯ „არსი“ მადლობას უხდის სტუმრს- ბატონ მირიან ხოსიტაშვილს, ასევე პედაგოგებს და სტუდენტებს, რომელთა ძალისხმევითა და თანადგომით შესაძლებელი გახდა წლევანდელი წლის ახალი წარმატებების მიღწევა.

მოუთმენლად ველით მომავალ წელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვიტანს!